ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული აცრით სამხედროების ვაქცინაცია დაიწყო
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით -“სპუტნიკ ვ”-ით აცრა დაიწყო.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწოდებულია პირველი ორკომპონენტიანი ვაქცინის 500 დოზა.
გეგმის თანახმად, თავდაპირველად, ვაქცინა მიიღეს სამხედრომოსამსახურეებმა, სამედიცინო პერსონალმა და სამხედრო ბაზის სარდლობამ.
აღინიშნება, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ტარდება.