ალეკო ელისაშვილი: ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის
პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საბოლოოდ, ყველა ოპოზიციურ პარტიას სურს პარლამენტში შესვლა და ისინი ახლა თავიანთი სიტყვის ტყვეობიდან გამოსვლას ცდილობენ.
მისივე თქმით, ქვეყანა უმძიმეს მდგომარებაშია და ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის.
“თუ თვითმმართველობის არჩევნებზე “ოცნება” დამარცხდება ჯამურად ოპოზიციასთან, მაშინ 2022-ში დაინიშნოს არჩევნები. ეს გვაინტერესებს, მისაღებია თუ არა ოპოზიციისთვის. თუ მისაღებია, მაშინ რატომ ვაჭიანურებთ მეხუთე რაუნდს? ყველა პარტიას უნდა საბოლოოდ პარლამენტში შესვლა, ყველა ეძებს თავისი სიტყვის ტყვეობიდან გამოსავალს. დავეხმარებით ნებისმიერს, ქვეყანა უმძიმეს მდგომარებაშია, ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ჩვენ და “გირჩს დარწმუნება არ გვჭირდება და მზად ვართ სხვები დავარწმუნოთ, რომ ეს წინადადება არის იდეალური”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.