ფრიდონ ინჯია: გიორგი კანდელაკი თვითონ არის ჩვენი ქვეყნის მტრების დანამატი
“გიორგი კანდელაკი თვითონ არის ჩვენი ქვეყნის მტრების დანამატი”, – ასე გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია „ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებას.
ინჯიას თქმით, მას ,,ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.
„თვითონ არის ჩვენი ქვეყნის მტრების დანამატი. მე არავის დანამატი არ ვიქნები არასდროს. საერთოდ არ მაქვს „ქართული ოცნებასთან“ კავშირი, მე შემოვედი პარლამენტში და აქ რომ ვზივარ, ეს არის ჩემი მათთან ურთიერთობა. „ქართულ ოცნებას“ ჩემთვის ხმა არ მოუცია, რომ შევსულიყავი პარლამენტში. მე და ჩემს ყოფილ პარტიას ხმა მოგვცა ხალხმა, რომ პარლამენტში ვყოფილიყავით წარმომადგენლი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ფრიდონ ინჯია „ქართული ოცნების“ სპიკერია.