თამარ გაბუნია: ჩვენი განაცხადი განხილული იქნება და უკვე თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვექნება პასუხი, რამდენად მივიღებთ ყველაზე ადრე „ფაიზერის“ ვაქცინას

“ჩვენი განაცხადი განხილული იქნება და უკვე თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვექნება პასუხი, რამდენად მივიღებთ ჩვენ ყველაზე ადრე „ფაიზერის“ ვაქცინას”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კოვაქსის პლატფორმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, „იუნისეფი“ და ე.წ. გავლის ალიანსი, ეს არის ის პარტნიორი მხარეები, რომლებიც ამ პროცესში ჩართულები არიან.

„საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იქნება, რომლის განცხადებასაც განიხილავენ. რა თქმა უნდა, გარანტირებული არაფერი არ არის, თუმცა, ჩვენი განაცხადი განხილული იქნება და უკვე თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვექნება პასუხი, რამდენად მივიღებთ ჩვენ ყველაზე ადრე „ფაიზერის“ ვაქცინას. ეს პროცესი არის გამჭვირვალე და ყველა შეუძლია ნახოს, რა და როგორ ხდება. გაიგოს ჩვენგან, ასევე სხვა წყაროებიდან, თუ რა პროცესები დ რა ეტაპები უნდა გაიაროს ქვეყანამ, რათა ვაქცინა დროულად შემოვიდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, 15 იანვარს სამინისტროში ვაქცინაციის კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდება, რომელიც ვაქცინის დანერგვის გეგმას განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები