სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ყირიმს ე.წ. რეფერენდუმამდე აკონტროლებდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე პირველი შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც იზიარებს კიევის სარჩელს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყირიმის ტერიტორიაზე “ფაქტობრივ კონტროლს” 2014 წლის 27 თებერვლიდან ახორციელებდა, ანუ მის მიერ ნახევარკუნძულის ანექსირებამდე ადრე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა გამოეხმაურა, რომელმაც მომხდარი უკრაინის გამარჯვებად შეაფასა.

როგორც მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, “სასამართლოს გადაწყვეტილება – რუსეთის მიერ ჰიბრიდულ ომში გამოყენებული მითოლოგიის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმაა. ყირიმი – შეიარაღებული აგრესიის ისტორიაა და არა “რეფერენდუმი” და “ნების მშვიდობიანი გამოვლინება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები