პრემიერი: ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებასა და უდიდეს სიამაყეს აღძრავს
“ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებასა და უდიდეს სიამაყეს აღძრავს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით აღნიშნავს.
პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება.
„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებასა და უდიდეს სიამაყეს აღძრავს.
მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ.
დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება”, – აღნიშნავს გიორგი გახარია.