ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 228 359-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 867 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 256 პირი, აჭარაში – 2 272, იმერეთში – 2 549″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.