რატი იონათამიშვილი: სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ შეცდომებზე ამომწურავი პასუხები ვერ მოვისმინეთ

“სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ შეცდომებზე ამომწურავი პასუხები ვერ მოვისმინეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ხმის პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესის გამჭვირვალობა, რათა ორგანიზაციის რეპუტაცია მაღალი იყოს.

„სამწუხაროდ, იმ შეცდომების შემდეგ, რომლის აღიარებაც მოხდა ორგანიზაციაში, ჩვენ და საზოგადოებამ ამაზე ამომწურავი პასუხები ვერ მოვისმინეთ. შესაბამისად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი, რადგან ასევე თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციის რეპუტაცია ჩვენს საზოგადოებაში მაღალი იყოს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები