გია ვოლსკი: „არ დამირეკოთ“, ნიშნავს, რომ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს სჭირდება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ გუნდს

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს სთხოვა, რომ კონსულტაციებისთვის არ დაუკავშირდნენ.

„არ დამირეკოთ“, ნიშნავს, რომ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს სჭირდება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ გუნდს.
აქ პატარა არავინაა, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სტაბილური მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია, გამოწვევებს დაუპირისპირდეს, მით უმეტეს, კრიზისულმა სიტუაციამ გვაჩვენა, თუ რა შეუძლია გუნდს, როდესაც ერთად მოქმედებს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დარგების ხელმძღვანელები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები