პაატა იმნაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევების დრამატული მატება არ ჩანს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა
“კორონავირუსის ახალი შემთხვევების დრამატული მატება არ ჩანს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კვირის ბოლოსთვის დაზუსტებული მონაცემები იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა იქონია ახალი წლის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქებამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
„როდესაც სადღესასწაულო დღეები არის ხოლმე შაბათი-კვირა, იმ დღეს ადამიანები ტესტის გასაკეთებლად ნაკლებად მიდიან. ბოლო ერთი კვირის მონაცემებიც არ არის საგანგაშო, მაგრამ ამის შესახებ დაზუსტებით შეგვეძლება საუბარი ამ კვირის ბოლოს. თუმცა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს, რაც ძალიან მახარებს, რადგან არ ჩანს დრამატული მატება კორონავირუსის ახალი შემთხვევების“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.