პარლამენტის შენობასთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრთან“ ერთად პარლამენტის შენობასთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდამჭერი აქცია გამართა.

დოლიძის თქმით, ფინანსური კრიზისის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა.

„ფინანსური კრიზისის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა. ჩვენ წინაშე მწიფდება უსერიოზულესი სოციალური პრობლემა 76 ათასის სტუდენტი თითქმის ყოველი მეორე სტუდენტი დარჩენილია უმაღლესი განათლების მიღების გარეშე, ვინაიდან, გადასახადის გადაუხდელობის გამო, პანდემიის დღეს წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, ისინი დარჩნენ სტუდენტის სტატუსის გარეშე. ერთი თვის წინ მე მივმართე განათლების კომიტეტს და პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, რომ გადაეჭრა ეს სოციალური პრობლემა იმით, რომ გაუნახევროს გადასახდი 76 ათას ადამიანს. სამწუხაროდ ამ შენობის მობინადრეები არიან შეკეტილები შენობაში. პასუხი ჩვენი ორგანიზაციების მიმართვაზე დღემდე არ მიგვიღია. დღეს ჩვენ შეგვაქვს მოთხოვნა 18-ში უნდა გაიმართოს განათლების კომიტეტის სხდომა, ის უნდა იყოს საჯარო თუ ეს არის დემოკრატია, ვითხოვთ ამ კომიტეტზე დასწრებას, რათა გაიმართოს სერიოზული მსჯელობა უსერიოზულეს პრობლემაზე. თუ ეს არის დემოკრატია, მაშინ სტუდენტებს, პროფესორებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ დავესწროთ და მივიღოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები