პაატა იმნაძე: ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა

“ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც იმნაძე განმარტავს, ვაქცინის შესაძენი თანხის ნაწილი გადახდილია, თუმცა, ჯერჯერობით, შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინების მიღება.

„საქართველოს ამ წუთას შეუძლია, „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზა მიიღოს. ქვეყანა მას იყიდის „კოვაქსის“ პლატფორმიდან, სადაც წინასწარი შენატანი გადახდილია.
საქართველო, ასევე, მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. „კოვაქსის“ ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინების მიღება“, – აცხადებს იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები