დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილის წილი არჩევნებში დიდია, ამის მერე შედეგი თუ გვაინტერესებს, ვნახავთ მომავალ არჩევნებზე

ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის როლი, ასევე იყო 2012 წელსაც, თუმცა, გუნდის თითოეულ წევრსაც აქვს თავისი შენატანი ამ შედეგში. ალბათ, ტრაბახში არ ჩამითვლით, მეც ჩემი შენატანი მაქვს ამ გუნდში”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილი არ წასულიყო და ის შედეგი, რაც საზოგადოებამ დადო, როგორც განაწილდა ხმები არჩევნებზე, იქნებოდა ყველასათვის მისაღები. გრიგოლ ვაშაძემ დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი და თავიდან უნდა ჩაგვეტარებინა არჩევნები, რომ გვენახა, ხმების რამდენ პროცენტს აიღებდა მისი პარტია?
არჩევნების შედეგი არ გადაიხედება, თუნდაც ლიდერების წასვლით ან მოსვლით ან გუნდის შემადგენლობაში რაიმე ცვლილებით. ეს შედეგი არის საზოგადოების და მათ უნდა მიიღონ ადეკვატური პასუხი, ანუ მათ უნდა იხილონ თავიანთი პარტია პარლამენტში.
მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის როლი, ასევე იყო 2012 წელსაც, თუმცა, გუნდის თითოეულ წევრსაც აქვს თავისი შენატანი ამ შედეგში, ალბათ, ტრაბახში არ ჩამითვლით, მეც ჩემი შენატანი მაქვს ამ გუნდში.
ბიძინა ივანიშვილის წილი არჩევნების შედეგში დიდია და ეს მთლიანად „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაიზომა, ხოლო თუ ამის შემდეგ გვაინტერესებს, ვნახავთ შემდეგ არჩევნებზე”, – განაცხადა ხუნდაძემ.
კითხვაზე, რიგ გარეშე არჩევნები ივანიშვილის გარეშე რიცხვებში როგორ აისახება, ხუნდაძემ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ლიდერზე, არამედ იმაზე, თუ ეს პერიოდი როგორ გავართმევთ თავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ.
„ბიძინა ივანიშვილი არ დაუკარგავს საზოგადოებას, არ დაუკარგავს „ქართულ ოცნებას“, იგი იქნება საზოგადოების გეო”, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები