„საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი”

   საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა. ღარიბაშვილმა ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა. მისივე თქმით, შეხვედრებზე გამოიკვეთა ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა და მზაობა, რომ საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აგვისტომდე მოაწეროს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში 2 თებერვალს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები