კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა არა მხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ – მსოფლიოს მასშტაბით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.

დეგნანმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა არა მხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა თუ სკოლების გახსნა“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები