ბიძინა ივანიშვილი: აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების გაწევას – უახლოეს 4-5 წელიწადში “ქართულ ოცნებას” არაფერი მოუვა

“მე აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას, საჯაროობას ვწყვეტ”, – ამის შესახებ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ ანონსში საუბრობს, რომელიც საქართველოს “პირველი არხის” ეთერში დღეს, 22:30 საათზე გავა.

ივანიშვილის თქმით, უახლოეს 4-5 წელიწადში “ქართულ ოცნებას” არაფერი მოუვა.

“მე აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას, საჯაროობას ვწყვეტ, რაც შემეძლო, გავაკეთე. თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე.

ერთადერთი, რაც გუნდს ვთხოვე, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. უახლოეს 4-5 წელიწადში “ქართულ ოცნებას” არაფერი მოუვა. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ძალა გაჩნდება, ღმერთმა მომასწროს და, რა თქმა უნდა, მოვესწრები, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს “ქართული ოცნება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები