თამარ გაბუნია: ვმუშაობთ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების შემოტანაზე

„ამ ეტაპზე, აქტიურად ვმუშაობთ იმ ვაქცინების შემოტანაზე, რომელიც აღიარებულია ჯანმო-სა და მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ, ესაა Pfizer-ის ვაქცინა და AstraZeneca-ს ვაქცინა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ჩინური ვაქცინა, ჯერჯერობით, ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანოების მიერ პრეკვალიფიცირებული არ არის და, შესაბამისად, მისი საქართველოში შემოტანა არ განიხილება.
„ასევე, განიხილება Moderna-ც, მაგრამ ნაკლებად აქტიურად. ორი ვაქცინაა ყველაზე მეტად ახლოს ჩვენთვის იმ გზაზე, რაც უკავშირდება ვაქცინაციის დაწყების პროცესს. შესაძლოა, სხვა ვაქცინებიც გამოჩნდეს და შემდეგ ამაზეც ვისაუბრებთ. მთავარი პირობა არის ის, რომ ვაქცინა უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმო-ს ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ, ჩინური ვაქცინა, ჯერჯერობით, ამ სიაში არ შედის”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები