ფრიდონ ინჯია: ფონდი “ქართუ” ბევრ პროექტს აფინანსებს, აშენებს, რაღაცას აკეთებს

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ქონების დიდი ნაწილის გადაფორმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფონდი “ქართუ” ბევრ პროექტს აფინანსებს, აშენებს, რაღაცას აკეთებს.

„მე როგორც ვიცი, „ქართუ ფონდი“ ბევრ პროექტს აფინანსებს, აშენებს, რაღაცას აკეთებს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ლოგიკურია, მას ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, ვინც აკეთებს და თვითონ არ იყოს ჩართული პირდაპირ ამ საქველმოქმედო საქმიანობაში. იყოს ორგანიზაცია, რომელიც უკვე აკეთებს და მას გადაუფორმა“, – აცხადებს ინჯია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები