რა ქონებას გადასცემს ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ფონდ „ქართუს“

გამოცემა entrepreneur-ი ბიძინა ივანიშვილის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს და ასაჯაროებს იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ფონდ „ქართუს“ გადასცეს.
საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული ქონების სია ასეთია:

შპს თბილისი სითი (ცეკავშირი);

შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი);

შპს სოლოლაკი ჰილს;

შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი);

შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები);

შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი);

შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი);

შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი);

შპს სისაიდი (ჩაქვი);

შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი);

შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია);

შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი);

შპს „ბიზნესცენტრი“ – ქ.თბილისი, სოლოლაკის ხეივანი, ბიზნესცენტრის ტერიტორია; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩა; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა; „ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ;

„ქართუ ჯგუფი“ – ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი; შპს „ბურჯი“ – ქ.თბილისი (საწარმო ფართები);

შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია – ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ;

შპს „ელიტა ბურჯი“ – ქ.ფოთი, გურიის ქუჩა; სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69 – ქ. თბილისი, კოსტავას გამზ; შპს „სი ვიუ რესორთ“ – ქ.ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა; სს „ბოლნისის ტუფი“ – რაიონი ბოლნისი, სოფელი ტალავერი; სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები – ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი „დიდველი“; სს „ბანკი ქართუ“ – თბილისი; სს დაზღვევის კომპანია ,,ქართუ“ – თბილისი;

ასევე, როგორც ირკვევა, გადაცემის პროცესშია ორი ობიექტი – კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი) და შპს სასტუმრო სიღნაღში – (წილის 70%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები