ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილის სურვილი არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში ყოფნა, ეს აუცილებლობით იყო განპირობებული

პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის სურვილი ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა და ეს უბრალოდ აუცილებლობით იყო განპირობებული.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს გვაქვს სახელმწიფო, სადაც ყველა ინსტიტუცია გამართულად მუშაობს. ჩემი აზრით, ამ მოცემულობაში ყველაზე სასურველი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის, ალბათ, რომ წასულიყო პოლიტიკიდან. თქვენ იცით, რომ მისი სურვილი არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში ყოფნა, ეს უბრალოდ აუცილებლობით იყო განპირობებული. მეორედ როდესაც დაბრუნდა, მაშინ დაბრუნდა, როდესაც პარტიაში არაჯანსაღი პროცესი მიმდინარეობდა და სწორედ ამის დასაბალანსებლად შემოვიდა”, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები