კახა კუჭავა: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს, თუ ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას. პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელს მსოფლიოში არსებობს, არის გარკვეული პროცესები, რომლებიც ვერასდროს დასრულდება, რადგან არსებობს როგორ პოზიცია, ისე ოპოზიცია და ყოველთვის არის კონკურენციის საკითხი და ასეც უნდა არსებობდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, დაგეგმილია პარტიის მხრიდან ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ძალიან ახლო დღეებში თქვენ, ყველა მიიღებთ ინფორმაციას, თუ ვინ იქნება ახალი თავმჯდომარევან რა სახის სხვა ცვლილებები იქნება პარტიის შიგნით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები