მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კონგრესმენ გრეგორი მიკსის ინტერვიუს ეხმაურება
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც დამახინჯებულად გაშუქდა კონგრესმენის, გრეგორი მიკსის ინტერვიუ, თითქოს ის ამბობდა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ზოგადი პასუხი (რომელსაც ბუნებრივია ყველა ეთანხმება), ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ ისე იქნა გამოყენებული, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა. პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა”,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ინფორმაციისთვის, „მთავარმა არხმა” გაავრცელა კონგრესმენი გრეგორი მიკსის ინტერვიუ, რომელშიც ის „ამერიკის ხმასთან” საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.