გურიასა და ასპინძაში ხანძრები ლიკვიდირებულია

მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის 2 ხანძარი ჩააქრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს ბუნებაში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად უწყვეტ რეჟიმში მუშაობას. ღამის განმავლობაში გაჩნდა 2 ახალი კერა – გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში.

გურიასა და ასპინძაში ხანძრები ლიკვიდირებულია.

ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში – დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები