BBC: ელიზაბედ II-მ და პრინცმა ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ II და ედინბურგის ჰერცოგმა პრინცმა ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინა გაიკეთეს. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას  ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

როგორც BBC იტყობინება, სამეფო ოჯახის წყაროს თქმით, ვაქცინაცია  უინძორის  სასახლის ექიმმა ჩაატარა.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ  დედოფალმა გადაწყვიტა,აღნიშნული ფაქტი საზოგადოებისთვის ეცნობებინა, რათა თავიდან აერიდებინა შედგომი სპეკულაციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

94 წლის დედოფალი  ელიზაბედი და 99 წლის პრინცი ფილიპი გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით, 1.5 მილიონ ადამიანს შორის არიან, რომლებსაც ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვთ გაკეთებული..

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები