გორში კორონავირუსით ექიმი, 65 წლის მირიან არსაკიძე გარდაიცვალა​

გორში კორონავირუსით ექიმი, 65 წლის მირიან არსაკიძე გარდაიცვალა​. კოვიდინფიცირების შედეგად გამოვლენილი გართულებების გამო გარდაცვლილი ექიმი-უროლოგი კლინიკა „გორმედში” მკურნალობდა.

როგორც ცნობილი ხდება,  გარდაცვლილმა ექიმმა, მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკას თავად მიმართა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

,,გორმედის” რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას თქმით,  კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც.

„კლინიკაში შემოსვლისას მირიან არსაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით – 24 ქულით ფასდებოდა.

პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი” – განაცხადა ტატო ქაჯაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები