ვაშინგტონში კაპიტოლიუმთან არეულობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსმა, რობერტ კონტიმ განაცხადა,  – იტყობინება CNN.

მისი განმარტებით, კაპიტოლიუმის დაცვის  ერთ-ერთმა  წევრმა სამსახურებრივი იარაღიდან ქალს ესროლა.

“ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ასევე, გვაქვს ცნობა კიდევ სამი გარდაცვლილის შესახებ. ყველა მათგანი სრულწლოვანია”, – თქვა კონტიმ.

​მისი თქმით, არეულობის შედეგად 52 ადამიანია დაკავებული, მათი ნაწილი იარაღის უკანონო ტარებისთვის, ნაწილი კი კოლუმბიის ოლქში დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმის დარღვევისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები