თბილისში, ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

თბილისში, ძმის მიერ მოკლული 19 წლის მიშო ახლოური საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში“ თამაშობდა და გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო.

მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა. მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ახლობლებს უჭირთ თქმა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი.

დაჭრილი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები