ირაკლი ქადაგიშვილი: ვხედავთ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია

“ოპოზიციის შიგნით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა გამოკვეთილი იმ ტაქტიკასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – შემოვიდნენ, რა პირობით შემოვიდნენ და ა.შ.”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ოპოზიციურ პარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„ვფიქრობ, რომ კითხვები თვითონ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავის თავთან, ვიდრე – „ქართულ ოცნებასთან”. ვხედავთ, რომ ოპოზიციის შიგნით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა გამოკვეთილი იმ ტაქტიკასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – შემოვიდნენ, რა პირობით შემოვიდნენ და ა.შ. ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ  მაქსიმალურად ღია ვიყოთ დიალოგისთვის და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც, ჩვენი და საზოგადოების აზრით, ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილებების მიღებისაკენ უბიძგებს. ამაზე ჩვენი ყველა მოკავშირე და ფასილიტატორი ელჩი მიუთითებს. ამიტომ, ეს არის ჩვენი ამოცანა. ვხედავთ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, მტკივნეულ გადაწყვეტილებებს იღებენ სხვადასხვა პოლიტიკოსები, ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვინდა, რომ „ცეცხლზე ნავთი დავასხათ”. ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტში მათი შემოსვლით გავამდიდროთ საპარლამენტო ცხოვრება და პოლიტიკური ცხოვრებაც უფრო ნორმალურ ვითარებაში გადავიტანოთ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები