ირაკლი ქადაგიშვილი: რიგგარეშე არჩევნები არ შეიძლება რომ დღის წესრიგში იდგეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა დღის წესრიგში არ დგას.

როგორც ქადიგიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე საუბრისას აღნიშნა,  დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს შორის პოზიციების მნიშვნელოვანი დაახლოება მოხდა.

“რიგგარეშე არჩევნები არ შეიძლება რომ დღის წესრიგში იდგეს, იმიტომ, რომ ამის გამართვას და ჩატარებას არანაირი ობიექტური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია- ეს ერთი და მეორე, დანარჩენი საკითხები, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ფაქტობრივად ყველა საკითხთან დაკავშირებით პოზიციების მნიშვნელოვანი დაახლოება მოხდა, თუ ამ მეხუთე რაუნდზე საბოლოოდ მოხდება ამ პოზიციებზე შეჯერება და საერთო კონსენსუსის მიღწევა, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ქვეყნისთვისაც”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები