საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 თბილისში, 37 აჭარაში, 71 კი იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 417 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 128 თბილისში, 37 აჭარაში, 71 კი იმერეთში დაფიქსირდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კორონავირუსის სხვა შემთხვევები დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.

“ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  2 795   კვლევა ტესტით, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  229 169-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  220 442-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 32, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   2 071, აჭარაში – 370, იმერეთში – 778. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68. სულ  6 ოქტომბრიდან – 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 161  პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 468 პირი, აჭარაში – 2 102, იმერეთში – 3 036″,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები