სოფელ საზანოში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას დედა-შვილი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ საზანოში სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოყვა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, 80 წლის დედა და 50 წლამდე შვილი, შვილიშვილი კი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები