გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ხანძარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობას უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაშავებულების თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

მათივე ინფორმაციით, მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი კი გზაშია. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები