გიორგი ბოტკოველი: ხელისუფლება 2012 წელს ტარიფების შემცირების დაპირებით მოვიდა და სამარცხვინოა ის განცხადებები, რასაც მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბოტკოველი სემეკ-ში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება 2012 წელს ტარიფების შემცირების დაპირებით მოვიდა და სამარცხვინოა ის განცხადებები, რასაც მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ.

“ეს არის იმ ხელისუფლების ქრონიკა, რომელი ხელისუფლებაც სწორედ 2012 წელს ტარიფების შემცირების დაპირებით მოვიდა და სამარცხვინოა ის განცხადებები, რასაც მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ, თითქოს, ისინი არაფერ შუაში არ არიან და სემეკი წყვეტს ყველაფერს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როცა დაპირებებს დებდნენ მაშინაც როგორ ხდებოდა, მაგრამ იმ დროს როდესაც ადამიანებს უფრო მეტად უჭირთ, ადამიანებს შემოსავალი აქვთ, ფაქტობრივად, დაკარგული, დღეს ხელისუფლება უფრო მეტად აღარიბებს მათ და უფრო მეტად აჭერს წიხლს მათ ყოველდღიურობას”, – აცხადებს ბოტკოველი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები