ექსპერტი: ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო

სემეკ-ის მიერ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფების გაზრდა, რის შესახებ გადაწყვეტილება მარეგულირებელმა სამშაბათის, 29 დეკემბრის სხდომაზე მიიღო, გარდაუვალ ნაბიჯად მიაჩნია საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი აბულაშვილს.

მისი თქმით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, შესაბამისად, იზრდება იმპორტდამოკიდებულება, ვინაიდან ადგილობრივი გენერაცია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.

„ის, რომ ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო, როდესაც იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება იზრდება,  ცხადია“, – აცხადებს ენერგეტიკოსი.

ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან.

სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ის ჩათვლით:

0 კვტ.სთ-დან – 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 18.041 თეთრი/კვტ.სთ
101 კვტ.სთ-დან – 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 22.053 თეთრი/კვტ.სთ
301 კვტ.სთ-დან – – 26.537 თეთრი/კვტ.სთ
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:
110-35 კვ. – 27.370 თეთრი/კვტ.სთ
10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრი/კვტ.სთ
0.4 კვ. – 32.931 თეთრი/კვტ.სთ

სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დღგ–ის ჩათვლით:

0 კვი.სთ–დან – 101 კვტ. სთ–ის ჩათვლით 17,731 თეთრ/კვტ.სთ.
101 კვი.სთ–დან – 301 კვტ.სთ–ის ჩათვლით 21,707 თეთრი/კვტ.სთ.
301 კვტ.სთ–დან 26,227 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ–ის ჩათვლით:
110–35 კვ. – 28,267 თეთრი/კვტ.სთ.
10-6-3,3 კვ. – 30,879 თეთრი/კვტ.სთ.
0,4 კვ. – 31,960 თეთრი/კვტ.სთ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები