2021 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სექტორში ხელფასები არ იზრდება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან.
2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ასევე 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით;
გარდა ამისა, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სხვა უწყებებში საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები