1-ელი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე 30.6 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 -ელი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 30.6 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 13%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 7%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (17.3 ათასი ტონა), სომხეთსა (6.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (4.8 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, სლოვენიასა და ყაზახეთში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები