300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 300,ლარიანი დახმარების მიღების მიზნით 2 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება.
მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით, 121 647 განაცხადი არის რეგისტრირებული.
ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან.
ხოლო დასაქმებულებსადა არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებსა და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.
ვიდეოინსტრუქცია ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=144
https://www.youtube.com/watch?v=35UNvIsT_oQ&ab_channel=RevenueService