საბა 2020-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს კონკურსი მეთვრამეტედ გაიმართა. 26 დეკემბერს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით წარდგა მაყურებლების წინაშე, სადაც როგორც ჟიურის, ასევე გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი.

როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა. შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. წელს საბას 10 ლაურეატი ყავს.

საბა 2020-ის ჟიურის წევრები იყვნენ:

ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი

მაია ბადრიძე, მთარგმნელი

ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი/მთარგმნელი

ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი

ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი.

საბა 2020-ის ლაურეატები არიან:

1. საუკეთესო რომანი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, ბესო სოლომანაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა)

2. საუკეთესო პოეტური კრებული – „სიყვარულის შავი ყუთი 3“, ტარიელ ჭანტურია (კალმოსანი) და „დიდი სმა“, ბესიკ ხარანაული (ინტელექტი)

3. საუკეთესო პროზაული კრებული – „გასეირნება დროთა სივრცეში“, მამუკა დოლიძე (ინტელექტი)

4. საუკეთესო პიესა – „მარინა რევია“, ალექს ჩიღვინაძე (სამეფო უბნის თეატრი)

5. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – „პოეტიკური ჩანაწერები“, რამაზ ჭილაია (პალიტრა L)

6. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – „მშვიდობით, ძია გერშვინ“, მაია ცირამუა (წიგნები ბათუმში)

7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, შორენა ლებანიძე (არტანუჯი)

8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ელზა ახვლედიანი (არტანუჯი)

9. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბათუ დანელია, პოეტი, მთარგმნელი.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა – პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვა ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები