საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ზამთრის ახალი სამუშაო ფორმა დაურიგდათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ​ამ ეტაპზე, პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა შეცვალა.

თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

პატრულ-ინსპექტორების ზამთრის ახალი უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. საპატრულო პოლიციის სამუშაო რეჟიმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნიფორმის შექმნისას გათვალისწინებულია როგორც მისი კომფორტულობა, ასევე, თერმორეგულაციის კომპონენტი და ხარისხი.

მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრის ახალი უნიფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის 4000 თანამშრომელს დაურიგდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები