პაატა იმნაძე: მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ახალი წელი, ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ბებია-ბაბუებთან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მოსახლეობას ახალი წლის ვიწრო წრეში აღნიშვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ახალი წელი, ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ბებია-ბაბუებთან და ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება, ალბათ, მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე იქედან გამომდინარე, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.