თამარ გაბუნია: კოვაქსპლატფორმის საშუალებით 700 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის 16 მილიონი დოლარია განსაზღვრული
“კოვაქსპლატფორმის საშუალებით 700 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის განსაზღვრულია 16 მილიონი დოლარი”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ თანხის ნაწილი უკვე გადახდილია.
„COVAX პლატფორმის საშუალებით 700 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის განსაზღვრულია 16 მილიონი დოლარი. ამ თანხის ნაწილი უკვე გადახდილია, დანარჩენს კი ვაქცინის მიღების შემდეგ გადავიხდით. გარდა ამისა, როგორ წავა საქმე კერძო მოლაპარაკებების გზითა და ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების გზით, ეს უკვე ეტაპობრივად დაზუსტდება“, – განაცხადა გაბუნიამ.