არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს – “თქვენი მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და ხალხი, გვეხმარება, რომ სირთულეები დავძლიოთ”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს!
თქვენი ლოცვა და თანადგომა, მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი – გვეხმარება, რომ სირთულეები დავძლიოთ და ჩვენი ისტორია მომავალს დავუკავშიროთ.
თქვენი ღვაწლი გამორჩეულია ეკლესია-მონასტრების აღდგენის, ერის რწმენაში დაბრუნებისა და სულიერების განმტკიცების საქმეში, რისთვისაც მადლიერნი ვართ.
საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ, კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ!“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.
25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.