“ჯორჯიან მანგანეზმა“ ხატვის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს წამახალისებელი სიგელები და სახატავი ინვენტარის სასაჩუქრე კომპლექტი გადაეცათ.
კონკურსი თემაზე – „მომავალი შენია“ როგორც ჭიათურაში, ასევე, ზესტაფონში გაიმართა და გასულ კვირას დასრულდა.
ჭიათურისა და ზესტაფონის სამხატვრო სკოლების დირექტორებმა სულ 12 გამარჯვებული გამოავლინეს, კომპანიის რჩეული კი 2 მოზარდის ნაშრომი გახდა.
კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების ნამუშევრები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შექმნილ, 2021 წლის კედლის კალენდარზე დაიბეჭდება.
აღსანიშნავია, რომ ხატვის კონკურსი ყოველ წელს ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს პანდემიის გამო კომპანია რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, “ჯორჯიან მანგანეზმა” ტრადიცია არ დაარღვია და კონკურსი, ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით, მაინც ჩატარდა.