გიორგი გახარია: ნებისმიერი სახელმწიფოს რესურსი უნდა იყოს სამართლიანად და ეფექტურად გადანაწილებული, სხვადასხვა უწყების ბალანსზე გვაქვს უამრავი სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნებს იწვევს

ჩვენ დღეს ეკონომიკის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების ბალანსზე გვაქვს უამრავი სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, იქ, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესება და მათი ეფექტიანობის გაზრდა, მათი საკუთრების ფორმა არ უნდა შეიცვალოს, თუმცა, ეს შესაცვლელია იქ, სადაც ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს.

„როდესაც ვართ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფოს რესურსი უნდა იყოს სამართლიანად და ეფექტურად გადანაწილებული, ჩვენ ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა არ გვაქვს. იქ, სადაც შევძლებთ ამ სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ჩვენ შეგვიძლია მათი საკუთრების ფორმის არშეცვლა, მაგრამ იქ, სადაც ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს, უნდა გვესმოდეს, რომ კერძო საკუთრება ყველაზე ეფექტური მმართველობის ფორმაა. ამიტომ, იქ, სადაც არ არის საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები