ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში” დაუდასტურეს.

“გუშინ იყო სასამართლო პროცესი, დღეს ცხელი ხაზის მეშვეობით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივდა”, – აღნიშნეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები