ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ 16 წლის მოზარდს კორონავირუსი განმეორებით გამოუვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მეორედ ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა. ინფექცია 16 წლის მოზარდს დაუდასტურდა.

როგორც ე.წ.მთავარმა სანიტარმა, ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა, პირველად პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას 6 ოქტომბერს მიმართა, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა, 8 ოქტომბერს კი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

მისივე თქმით, გოგონამ 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარა, მას მედიკამენტოზური მკურნალობა არ დასჭირვებია.

15 დეკემბერს  მას კოვიდ 19-ის დამახასიათებელი ნიშნები კვლავ გამოუვლინდა​ და ექიმებს მიმართა.

სკორიკის თქმით, ამჟამად 16 წლის მოზარდი მკურნალობას გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მედიკოსები ვერ ამბობენ, როგორ განვითარდება განმეორებითი ინფიცირება, თუმცა, ამბობენ, რომ რისკ ჯგუფში შემავალმა პირებმა შესაძლოა, განმეორებითი ინფიცირება ვერ გადაიტანონ.

ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 8011 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს 102 პირი ემსხვერპლა, 6 173 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები