ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ახალ საფეხურზე გადადის.
„2021 წლის 1-ელი იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ქვეყანაში გადადის ახალ საფეხურზე. 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის თანახმად, იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც გაზრდილი მანდატითა და რესურსებით შეუდგება საქმიანობას ჩვენი მოქალაქეების შრომის უსაფრთხოებისა და ახლა უკვე შრომითი უფლებების დაცვის მიზნით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.