ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების დაფასება და მათთვის საკადრისი სოციალური პირობების შექმნა

“ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების დაფასება და მათთვის საკადრისი სოციალური პირობების შექმნა”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის კუთხით გადაგმული ნაბიჯები და დაგეგმილი ამოცანები კანონმდებლებს წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი თავდაცვის უწყებაში ჯარისკაცზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული და ჯარისკაცების დაფასებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„ამ პერიოდში ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი სამხედროების სახელფასო, კვებითი, სამედიცინო პირობები, ასევე, საბინაო, განათლების, აგრეთვე ჯარი აღვჭურვეთ თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით. მოვაგვარეთ მრავალი წლების განმავლობაში დაგროვილი არაერთი სოციალური პრობლემა“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პოზიტიური ცვლილებები გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ფინანსური და სოციალური მიმართულებით მხარდაჭერა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები