ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო და შედეგად, დაახლოებით, 250 ობიექტი, ყველა მოქმედი ყაზარმა და სასადილო რეაბილიტირდა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალებში 2020 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო და შედეგად, დაახლოებით, 250 ობიექტი, ყველა მოქმედი ყაზარმა და სასადილო რეაბილიტირდა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მომავალ წლებში ყურადღება დაეთმობა განახლებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისა და მშენებლობა-განვითარების საკითხებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები