ეკატერინე ტიკარაძე – „რემდესივირის“ გამოყენებისას აუცილებელი იქნება პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებისას აუცილებელი იქნება მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს „რემდესივირით“ მკურნალობა ესაჭიროება.

მისივე თქმით, პრეპარატის გამოყენებისას პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა აუცილებელი იქნება.

„რემდესივირი“ აღიარებულია აშშ-ში FDI-ის მიერ და შესულია ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში. ჩვენ ამ პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ. დღესდღეობით შემოსულია 4 ათასამდე ფლაკონი, რაც სავარაუდოდ, 450-დან 460-მდე პაციენტის საჭიროებისთვის განკუთვნილი პრეპარატია. პრეპარატი შემდეგნაირად გადანაწილდება – კლინიკებში გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კლინიკური ჯგუფი მიიღებს. აუცილებელია პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა, რომ მზად არის აღნიშნული პრეპარატი მიიღოს. გარდა ამისა, აუცილებელი იქნება მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს „რემდესივირით“ მკურნალობა ესაჭიროება. გარდა ამისა, კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს ის სავარაუდო გართულებები, რაც შეიძლება პრეპარატს მოჰყვეს და მოახდინოს მასზე მონიტორინგი”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები